
სოსო მანჯავიძე : ,,რატიანის ისტორია არა მარტო მოსასმენი, არამედ გამოსაძიებელია და მას კომპენსაცია ეკუთვნის. ისევე, როგორც სხვებს, მაგრამ არა ჩვენი, არამედ იმათი ქონების კონფისკაციის ხარჯზე, ვინც ამ ეგზეკუციებში მონაწილეობდა”
,,GEO NEWS “ პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, ღრმა ინტელექტუალ, ბატონ სოსო მანჯავიძეს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შესახებ ესაუბრა. –ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით დღევანდელ ტენდენციებს და განწყობებს, რაც დომინირებს დღეს საქართველოში ? –რა უნდა მოუხერხო ამ სრულიად უსირცხვილო, უტვინო და მავნებელ აღქმოიდებს, ფეისბუკში უსაფრთხოდ, რომ ილანძღებიან, არ ვიცი. ესენი, არ დავკონკრეტდები, ჩუმად ისხდნენ










