
,,ვაი აქტივისტი” და სამართალდამცავებზე თავდასხმაში გაწაფული ნიკა ნარსია კვლავაც ცდილობს გმირი პოლიციელების ღირსების შელახვას….
როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, ,,GEO NEWS” მკვეთრად მშვიდობის პოლიტიკის მომხრეა და ერთმნიშვნელოვნად, მიაჩნია, რომ პოლიციელი გმირია. დიახ, ეს ასეა, ვინაიდან მხოლოდ პოლიციაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ქაოსისა და მასობრივი არეულობებისგან იცავს. სწორედაც ჩვენი გმირი პოლიციელები არაერთი თვის განმავლობაში აკავებდნენ უცხოელი პატრონებისაგან დაფინანსებულ გავეშებულ პროვოკატორებს და მათზე აყოლილ უგუნურ აქტივისტებს, რომელთაც სახელმწიფოს რყევა და ჩამოშლა ჰქონდათ განზრახული.










