
ირაკლი კობახიძე – ახალი, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხების, სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს
ახალი, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საახალწლო მილოცვაში განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა. „გილოცავთ ახალ წელს! გილოცავთ ჩვენი ქვეყნის










