
- By Keti Khomeriki
- In სიახლეები
ირაკლი ზარქუა – ე.წ. პრეზიდენტი მადამ მავნებელი გახდა, არ მივცემთ საშუალებას, ბიოგრაფიაში ჩაიწეროს, რომ პრეზიდენტად ყოფნის ექვსწლიანი ვადა ამოწურა
კონსტიტუციის დამრღვევი ე.წ. პრეზიდენტი მადამ მავნებელი გახდა, ის არ არის საქართველოს ინტერესების გამომხატველი, ამიტომაც ვზღუდავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამას „მავნებლობით, კონსტიტუციის დარღვევისა და უცხოელი პატრონების დავალების შესრულების გამო იმსახურებს“. ვაკვირდებით, რომ კონსტიტუციის დამრღვევი ე.წ. პრეზიდენტი მადამ მავნებელი გახდა. ის დღემდე არ ნიშნავს ელჩებს, მათ შორის










