
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ მამუკა მდინარაძეს მოუწია, ჩამოშორებოდა










