
- By Keti Khomeriki
- In განათლება, პოლიტიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ათასობით მოქალაქეს მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემული დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების თანახმად, 4-წლიანი დასწრებული და 5-წლიანი დაუსწრებელი სწავლების აღიარება მოხდება თანაბრად. მისი თქმით, ცვლილება შეეხება სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში აღიარებულ რეჟიმში ჩაირიცხნენ და










