
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი – ლავროვმა რაც თქვა, ფაქტის კონსტანტაციაა, უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა არის რუსეთის გადაწყვეტილება, ჩვენი მთავრობის სახელით არავითარი მოლაპარაკებები არ გამართულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ დაეთანხმა უვიზო რეჟიმისა და ფრენების აღდგენაზე რუსეთის გადაწყვეტილებას და გაფორმდა შეთანხმება, საქართველოს მთავრობის სახელით კი, არავითარი მოლაპარაკებები არ გამართულა. ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც სერგეი ლავროვმა აღნიშნა: „ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის“. „ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ









