- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
კახა კალაძე: ოპოზიციას აქვს საერთო სამოქმედო გეგმა, რაც სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებს და მიმართულია საქართველოს მომავლისა და განვითარების წინააღმდეგ
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაერთიანების თუ დაშლის მიუხედავად, დღევანდელ ოპოზიციას აქვს საერთო სამოქმედო გეგმა, რაც სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებს და მიმართულია საქართველოს მომავლისა და განვითარების წინააღმდეგ. „ჩვენ არაერთხელ გვინახავს ასეთი პლატფორმები, მათი შეკვრა, დაშლა. სიახლე არაფერია. ჩვენ ვიცით ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, რას ემსახურებიან, რა არის მათი ძირითადი








