- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა, სიახლეები
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალ წარედგინება
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალ წარედგინება. „რეგლამენტის შესაბამისად ხვალ გაიმართება საპროცედურო კომიტეტის სხდომა, რის შემდეგაც უკვე ხვალვე გაიგზავნება დოკუმენტაცია, წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან ერთი თვის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა წარუდგინოს საზოგადოებას, პარლამენტს საკუთარი დასკვნა. ჩვენ რა თქმა უნდა, დაველოდებით ამ დასკვნას და ამის შემდეგ გაგრძელდება პროცედურები“,- განაცხადა










