
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაში მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის ცნობით, ნიკოლოზ სამხარაძე ასამბლეის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა სიტყვით, სადაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე და იმ საგანგაშო ტენდენციებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო










