
,,,GEO NEWS” განცხადებას ავრცელებს
2025 წლის 12 იანვარს ,,GEO NEWS” მოულოდნელად ჩვენმა ჟურნალისტმა ირაკლი გუნიამ დატოვა და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტით დაგვემშვიდობა :
,,ვემშვიდობები ,,GEO NEWS”- ის გუნდს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ერთად ბევრი რამ გავიარეთ და გავუძელით.
ამ მენეჯმენტის პირობებში მქონდა სრული ჟურნალისტური თავისუფლება, ზოგს ეს მოგწონდათ, ზოგს – არა.
ჩემი თითოეული გადაწყვეტილება, რაც კი მიმიღია ამ პროფესიაში, ეფუძნებოდა მხოლოდ ერთს – აუდიტორიის სწორ ინფორმირებას !
მადლობა გუნდის თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის, მადლობა ჩვენს აუდიტორიას და რესპონდენტებს, რომლებიც იყავით ჩვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერა დიდი იყო იმ მძიმე დღეებში, თუმცა ყველას ცხოვრებაში დგება სიახლეების დრო და ამ კუთხით, გამონაკლისი არც მე ვარ.
რთულია, მიმეღო აღნიშნული გადაწყვეტილება, მაგრამ აუცილებელი იყო ჩემი პროფესიული განვითარებისთვის, წარმატებები ,,GEO NEWS” და მის გუნდს. მე და იმ გუნდმა, რომლის წევრიც ვიყავი, ბევრი შრომა და უძილო ღამე ჩავდეთ ყოველდღიური მოვლენების გაშუქებაში. ის, რაც ამ პროფესიამ მასწავლა, არის, რომ არასდროს არ უნდა გაჩერდე.
P.S მალე კი ახალ სივრცეში შევხვდებით”.
ირაკლი გუნიას წასვლა ,,GEO NEWS”-მა ღალატად შეაფასა, თუმცა პროფესიული წარმატება უსურვა, ხოლო ჩვენმა დამფუძნებელმა ქეთევან ხომერიკმა შემდეგი განცხადება გაავრცელა :
,,მე, როგორც ჟურნალისტს მრავალწლიანი გამოცდილებით, რომელსაც თავად გამივლია დამწყები ჟურნალისტის ნაბიჯები და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს უფროსი და შემდგარი კოლეგების მხარდაჭერა, თავად მქონდა პოლიტიკა მიმეღო და გვერდში დავდგომოდი ახალგაზრდა, გამოუცდელ ჟურნალისტებს, რასაც ვაკეთებდი კიდეც არაერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საკუთარი მედია დავაფუძნე.
ყველა ის ადამიანი, ვისაც სურვილი ჰქონდა ჩვენთან ურთიერთობის საქმიან ჭრილში, ყოველთვის ღებულობდა ჩემს თანადგომასა და მხარდაჭერას.
მთავარი კრიტერიუმი ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის გაზიარება და პროფესიული ჟინი და განვითარების სურვილი იყო, რა შემთხვევაშიც ყველა ჩემს ახალგაზრდა კოლეგას მხარდაჭერას ვუცხადებდი, თუმცა, ჩემი ასეთი მიდგომა მცდარი აღმოჩნდა და უკუგებად მხოლოდ ზურგში დანა მივიღე. ამიტომაც, მწარე გაკვეთილი მიღებული და გათვალისწინებულია. ამიერიდან, ყველა ახალი თანამშრომელი მიიღებს ზუსტად ისეთ მხარდაჭერას, როგორსაც თავისი შრომით და უნარებით დაიმსახურებს, რაც თანხვედრია პრაგმატული ხედვისა და არავითარი წინასწარი კეთილგანწყობა გარანტირებული აღარავისათვის აღარ იქნება.
ჩემთვის ,,GEO NEWS” ჩემი შვილი, ჩემი ქმნილებაა და ვერავინ შეძლებს მას დარტყმა მიაყენოს და დაუსჯლი დარჩეს, ამას ყველას ვპირდები. ყველა მიიღებს დამსახურებისა და შესაძლებლობის მიხედვით”.
P.S. ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი გუნიამ პოლიტიკური შეხედულება შეიცვალა და ამიტომ დატოვა ,,GEO NEWS”.
ჩვენ დეტალებისგან შეგნებულად თავს შევიკავებთ, თუმცა ვიტყვით ერთს – დრო ყველას ჩამოხსნის ნიღაბს, მოღალატე კი, ყველაგან მოღალატეა.
,,GEO NEWS”





