
,,GEO NEWS” დესტრუქციული ძალების აგრესიის სამიზნე გახდა
რადიკალები წლების წინანდელი ოცნების ახდენის მოლოდინში კვლავ ცდილობენ კრიტიკული აზრი ჩაახშობას.
,,იმედის”, ,,პოს ტვ”-ის და ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” შემდეგ, დესტრუქციული ძალების სამიზნე ახლა უკვე ,,GEO NEWS” გახდა.
ბნელი ძალები ჩვენი ჟურნალისტების მიმართ აგრესიით, ბულინგითა და შეურაცხყოფით გამოირჩევიან. ამის წამხალისებელი კი თავად რადიკალური ოპოზიციაა, რომელსაც კრიტიკული აზრის მიუღებლობა აქვს.
მიმდინარე აქციებზე რადიკალების სამიზნე ტელეკომპანია ,,იმედი” გახდა, რომლის ჟურნალისტს პროფესიულ მოვალეობაში ხელი შეუშალეს და 7 ნოემბერი დაუანონსეს. რამდენიმე დღის წინ კი, რადიკალმა და რუსული რუბლებით დაფინანსებულმა ელენე ხოშტარიამ ,,პირველ არხს” რუსული პროექტი უწოდა.
სწორედ ასე ებრძოდნენ წლების წინაც და ებრძვიან მედიას ის ძალები, რომლებსაც აბსურდული მოთხოვნებით, ქვეყნის სათავეში მოსვლის სურვილი ამოძრავებთ.
ირაკლი გუნია
,,GEO NEWS”





