
,,GEO NEWS”-ის განცხადება
ორიოდე დღის წინ, ,,GEO NEWS”-ის სოციალურ პლატფორმა ფეისბუკზე / ჯგუფში ჩვენთვის უცნობი სოციალური გვერდიდან სახელწოდებით : ,,ქართული ოცნება ნაცების გარეშე” გაგვიზიარეს პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაცია ,,ქართული ოცნების” ქობულეთის დელეგატ, გიორგი ჭყონიაზე, რასაც ვგმობთ.
ჩვენი მკითხველისთვის გვინდა განვმარტოთ, რომ ფეისბუკ გვერდზე, ისევე როგორც ჯგუფში სხვადასხვა მომხმარებელი სხვადასხვა დროს აზიარებს მისთვის სასურველ ინფორმაციას, რაც შინაარსობრივად შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას. ამიტომაც გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პოზიციები აისახება მხოლოდ ,,GEO NEWS”-ის ბრენდის ქვეშ შექმნილ პროდუქტებში, რომლებიც ჩვენი ავტორობით გადის, ჩვენივე რესურზებზე იდება და ჩვენივე პასუხისმგებლობის სფეროს წარმოადგენს.
,,GEO NEWS”




