• May

    2

    2025
  • 289
  • 0
,,GEO NEWS”-ის განცხადება

,,GEO NEWS”-ის განცხადება

ჩვენი მკითხველის საყურადღებოდ – მოგეხსენებათ, შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მე-4 სამმართველომ ჩვენს დამფუძნებელს, ქეთევან ხომერიკს ჩვენი ყოფილი იურისტის და ქალიშვილის მამის, ირაკლი კერესელიძის მოთხოვნის საფუძველზე, ამა წლის 24 აპრილს, შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, თითქოსდა, ჩვენი დამფუძნებელი ირაკლი კერესელიძეზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. ისიც მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეს უსაფუძვლო შემაკავებელი ორდერი სასამართლოში გავასაჩივრეთ – დანამდვილებით ვიცოდით, რომ სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო შემაკავებელ ორდერს გააუქმებდა, რაც ასეც მოხდა.

ჩვენ გვინდა ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადავუხადოთ მოსამართლეს, ქალბატონ ნათია ბუსკაძეს. ჩვენს ყოფილ იურისტს, ირაკლი კერესელიძეს კი, წარმატება ვუსურვოთ თავის გზაზე.

ჩვენს მკითხველს ისიც მოეხსენება, რომ ორიოდე დღის წინ, ჩვენი დამფუძნებლის მცირეწლოვან ქალიშვილს, ელენე კერესელიძეს სოციალურ ქსელ ფეისბუკში, მესენჯერში ე.წ. ყალბი ექაუნთიდან, ჩვენთვის დაუდგენელმა პირმა თუ პირებმა პორნოგრაფიული ვიდეოები გამოუგზავნეს საზარელი კომენტარებით, ხოლო ჩვენ რეაგირებისთვის მყისიერად მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ზემოთ აღნიშნულმა უწყებამ ამ საკითხის შესწავლა ოპერატიულად დაიწყო და შედეგს აუცილებლად გაცნობებთ.

დასასრულ, მკითხველს შევახსენებთ, რომ ჩვენი დამფუძნებლისა და ჩვენი მედიის დისკრედიტაცია კარგა ხანია დაწყებულია, რაზეც ჩვენი მხრიდან პასუხი ყოველთვის იყო და იქნება კანონშესაბამისი და უმკაცრესი.

,,GEO NEWS” 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor