• October

    1

    2024
  • 249
  • 0
,,GEO NEWS,,-ის ექსკლუზივი – 24 წლის ამირან მამულაძის დიდი წარმატება შერეულ საბრძოლო ხელოვნება MMA-ში

,,GEO NEWS,,-ის ექსკლუზივი – 24 წლის ამირან მამულაძის დიდი წარმატება შერეულ საბრძოლო ხელოვნება MMA-ში

,,GEO NEWS,,-ის ექსკლუზივი – 24 წლის ამირან მამულაძის დიდი წარმატება შერეულ საბრძოლო ხელოვნება MMA-ში.

მან აქამდე დაუმარცხებლად აღიარებული ჩეხი მეტოქე დავიდ ლე დაამარცხა და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა.

,,ეს ბრძოლა ჩემთვის ძალზედ ემოციური გამოდგა, ჩემი მონაწილეობით გამართულ პროფესიონალურ ორთაბრძოლას ოჯახი პირველად დაესწრო. პასუხისმგებლობას იმიტომ ვგრძობდი უფრო მეტს, რომ ჩემს ქალაქში ვიბრძოდი და ყველა ესწრებოდა გულშემატკივრებით სავსე იყო დარბაზი”,-აღნიშნავს მამულაძე.

,,მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მწვრთნელს ხვიჩა ქორიძეს, რომელიც გამოცდილი მებრძოლია. ასევე მადლობას ვუხდი აკადემიის დამფუძნებელს ლაშა ბარამიძეს,  ბათუმის საბრძოლო აკადემიას და მე გეგმის მომზადება ჩემს გუნდთან ერთად გავიარე”-განაცხადა ამირან მამულაძემ ჩვენთან ინტერვიუში.

24 წლის სპორტსმენი წარმოშობით ბათუმიდანაა. აღნიშნული სპორტის მიმდინარეობით ის 20 წლის ასაკში დაინტერესდა და ამ პროფესიისადმი სიყვარული მისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

ამირანი წლების განმავლობაში ჭიდაობისა და სპორტის სხვადასხვა სახეობით იყო გატაცებული. თუმცა ის შერეულმა საბრძოლო ხელოვნებამ გაიტაცა და ამ საქმისადმი სიყვარული კიდევ უფრო გაძლიერდა.

ის ,,GEO NEWS,,-ს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ამირან მამულაძე წარმატებისთვის ბრძოლას ესპანეთის ქალაქ აპლიკანტეში გააგრძელებს, სადაც 7 დეკემბერს გასამართ ორთაბრძოლაში ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვების მოსაპოვებლად იმრძოლებს.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor