
,,GEO NEWS”-ის რესპონდენტებისა და საქართველოს გამორჩეული პერსონების საახალწლო მილოცვები
,,GEO NEWS” წარმოგიდგენთ ჩვენი რესპონდენტებისა და საქართველოს გამორჩეული პერსონების საახალწლო მილოცვებს :
მწერალი, ,,ქართული ოცნების” თანადამფუძნებელი – მერაბ შათირიშვილი;
,,ვულოცავ სრულიად საქართველოს დამდეგ 2025 წელს, ვუსურვებ გამთლიანებას, სიმშვიდესა და წინსვლას…
ღმერთო, გევედრები, ძველ წელს გაატანე რა ნეგატივიც ტრიალებს საქართველოში და ახალი წლიდან პოზიტივი და ერთიანობა დანერგე”…

ექსპერტი, პოლიტოლოგი – რამაზ საყვარელიძე;
,,უპირველესად, მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, სიხარულს, კეთილდღეობას.
ნებისმიერი სპორტსმენის წარმატება გვიხარია, ეს ნიშნავს იმას, რომ წარმატების მომლოდინე ადამიანები გავხდით და მოდით, სწორედ ეს ვუსურვოთ ჩვენს მოსახლეობას ნამდვილი და საამაყო წარმატებები 2025 წელს”.

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ,,მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი”, ,,ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ანალიტიკოსი – პეტრე მამრაძე;
,,მე ყველას, ყველას ვუსურვებ ყოველთვის ჯანმრთელობას და მშვიდობას, ვინაიდან ჩემი კრედო ასეთია, თუ სახეზეა ჯანმრთელობა და მშვიდობა, ყველა დანარჩენ პრობლემას ადამიანი თვითონ უნდა მოერიოს. ამიტომაც, სწორედ ამას ვუსურვებ – ჯანმრთელობასა და მშვიდობას”.

p.s. ჩვენი რესპონდენტების საახალწლო მილოცვები ნაწილ-ნაწილ აიტვირთება და განთავსდება საიტზე.
მოამზადეს – ირაკლი გუნიამ, ირაკლი გიორგაძემ
,,GEO NEWS”




