• October

    9

    2024
  • 85
  • 0
,,GEO NEWS” -ის სტატიას მნიშვნელოვანი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა შსს-ს, როგორც საპატრულოს მონიტორინგის, ასევე გენერალური ინსპექციის მხრიდან….

,,GEO NEWS” -ის სტატიას მნიშვნელოვანი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა შსს-ს, როგორც საპატრულოს მონიტორინგის, ასევე გენერალური ინსპექციის მხრიდან….

ახლახან ,,GEO NEWS “- მა გამოაქვეყნა წერილი სათაურით : ,,სამცხე-ჯავახეთის ძალოვან უწყებებში ,,ჩანერგილები” წინასაარჩევნოდ არეულობისთვის ნიადაგს ამზადებენ” ?! სტატიაში ვწერდით, რომ ჩვენი ძალოვანი, კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციით, სამცხე – ჯავახეთის საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინმე ბესიკ ბუხრიკიძე – ეკიპაჟის ნომრით 90 00-ი, ( რომელიც 2005 წლიდან ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელია და დღემდეც სწორედ მის მითითებებს ასრულებს) , ახალციხეში მოსახლეობას აშინებს, ხელს უწყობს საბოტაჟს და ე.წ გადამოწმების მიზნით აჩერებს მათ. ასევე აღვნიშნავდით, რომ ბესიკ ბუხრიკიძემ რამდენიმეჯერ შეუქმნა პრობლემა რაბათის ციხის ყოფილ დირექტორს, ბატონ გუჯა ბიჭაშვილსაც.

ჩვენ ამ სტატიის მომზადებისას საკითხის გადამოწმებისა და საფუძვლიანად შესწავლის მიზნით ვესაუბრეთ, სამცხე-ჯავახეთის საპატრულოს სამორიგეოს თანამშრომელს, ვინმე არსენს, რომელმაც პრაქტიკულად დაგვიდასტურა, რომ სამცხე -ჯავახეთის საპატრულოში მართლაც მუშაობს ბესიკ ბუხრიკიძე, ეკიპაჟის ნომერი : 90 00-ი. მან ჩვენი საუბარი საოქმოდ ჩაიწერა.

გავიმეორებთ, ამ ინფორმაციის გავრცელებით ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოების სწორი ინფორმირება და სახელმწიფო და ძალოვან უწყებებში ,,ჩანერგილი” წინა ხელისუფლების კადრების გამოაშკარავებაა, რომლებიც დღესაც ძალოვან უწყებებში რჩებიან და საბოტაჟითა და მოქალაქეების დაშინებებით არიან დაკავებულნი. მოგეხსენებათ, აღნიშნულ თემებზე – შსს-ში ჩანერგილებზე უკვე ორი თვეა ვწერთ, რაც შემდგომშიც გაგრძელდება. 

ჩვენ ვიმედოვნებდით, როგორც ადრე, ასევე ამ შემთხვევაშიც ჩვენს მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ ინფორმაციაზე უწყება რეაგირებას მოახდენდა, რაც ჩანერგილი კადრების წმენდისკენ წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნებოდა.

,,GEO NEW”-ის მოლოდინი გამართლდა – შედეგად ჩვენ დაგვიკავშირდა ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომელი, რომელმაც გვთხოვა მათ მიერ დაწყებული მოკვლევის ფარგლებში მიგვეწოდებინა დამატებითი ინფორმაცია, ჩვენს სტატიაში ფიგურირებადი პირის, ბესიკ ბუხრიკიცის თაობაზე. ასევე ბატონ გუჯა ბიჭაშვილის მიმართ სავარაუდოდ მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. 

ჩვენის მხრივ, პოზიტიური და საქმიანი განწყობის გათვალისწინებით, გამოვხატეთ მზადყოფნა დავხმარებოდით უწყებას მათ რიგებში დაბუდებული მოღალატეებისა და ორსახოვნების აღმოჩენასა და სისტემიდან ჩამოცილებაში. ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ ,,GEO NEWS”-ის პროფესიული მოწადინების შედეგად ერთი ,,მაქცია” შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოიშორა. 

ჩვენ შესაბამის პირს განვუმარტეთ, რომ რაბათის ციხის ყოფილ დირექტორს, გუჯა ბიჭაშვილს ამ ეტაპზე არსებული სახელმწიფოებრივი რისკებისა და მისი ცხოვრებისეული ფილოსოფიის გათვალისწინებით, ჯერ-ჯერობით, არ აქვს წინასწარ განწყობა ჟურნალისტებისათვის ვრცელი ინტერვიუების მისაცემად. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები საქმის კურსში არიან და ახდენენ შესაბამის რეაგირებას. ამასთანავე მას განვუმარტეთ, რომ ბატონი გუჯას მიმართ ფსიქოლოგიური ტერორის ფაქტებს თვეების წინ, ადგილი ჰქონდა პატრულ-ინსპექტორ ბესიკ ბუცხრიკიძის მხრიდან, რომელიც ჩვენი წყაროს მტკიცებით, სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილის კადრი უნდა იყოს და თავის პროფესიული ასპარეზი გამოყენებული აქვს პირადი ინტერესებისთვის. შესაბამისად, ბატონი გუჯას მიმართ დევნის ფორმები იყო სხვადასხვაგვარი, მათ შორის ისეთი აბსურდულიც, როდესაც ადგილი ჰქონდა მცდელობებს ,,გამოეჭირათ” ბატონი გუჯა ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის დროს, მაშინ როდესაც ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ შესაბამის პერიოდში მას მართვის მოწმობაც არ ჰქონდა და სათანადოდ, არც არანაირ ავტომობილს არ მართავდა, არც ფხიზელ და არც იმ ტოქსიკირებულ მდგომარეობაში. 

დასასრულ დავძენთ, რომ ჩვენს მიერ კომპეტენტურად გამოკვლეული გარემოებების გათვალისწინებით, სადღეისოდ უკვე დაგვიკავშირდა შსს-ს გენერალური ინსპექცია, რომელიც საქმიანად დაინტერესდა და კომპეტენტური განზრახვით ხელი მოკიდა ამ საქმის ძირფესვიან შესწავლას, რის გამოც სახელმწიფოებრივი უწყების კომპეტენტური ქმედებები დადებით შეფასებას იმსახურებს. 

p.s. დარწმუნებული ვართ, შინაგან საქმეთა გენერალური ინსპექციის პროფესიული მოწადინება, ამჯერადაც სამართლებრივ და ლოგიკურ შედაგამდე მივა. 

( გაგრძელება იქნება )

ქეთი ხომერიკი 

 

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor