
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
,,GEO NEWS” კოლეგებს მხარდაჭერას უცხადებს
გვსურს გამოვეხმაუროთ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი გამორჩეულად აგრესიული წარმომადგენლის ანა დოლიძის თავდასხმას ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტზე, რაც მოიცავდა შეურაცხყოფისა და ბულინგის ფაქტს და წარმოადგენდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას.
მსგავსი ქმედებები ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას და ეს მაშინ, როცა საუბარია ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, რომლის დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით და ამ ყოველივეს მიზანია მაუწყებლის, როგორც დამოუკიდებელი მედია საშუალების დისკრედიტაცია.
კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ამ დრომდე არ მოგვისმენია, არც ერთი განცხადება, იმ ჯგუფებისა, თუ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მუდმივად საუბრობენ მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე. ეს მათი მხრიდან არის ორმაგი სტანდარტი, როცა აიგნორებენ მათი პოზიციისაგან განსხვავებულ მედიას და სხვა პოზიციის ჟურნალისტებს.
მოვუწოდებთ, ოპოზიციონერ პოლიტიკურ აქტორებს თავი შეიკავონ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” დისკრედიტაციისგან და მისცენ ჟურნალისტებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად განხორციელების საშუალება.
ინტერნეტგამოცემა ,,GEO NEWS” სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს კოლეგებს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლიდან”.
,,GEO NEWS”





