• August

    23

    2025
  • 363
  • 0
ექსკლუზივი : ,,GEO NEWS”-მა სიღნაღის პროკურატურაში პრობლემა აღმოაჩინა !

ექსკლუზივი : ,,GEO NEWS”-მა სიღნაღის პროკურატურაში პრობლემა აღმოაჩინა !

რა თქმა უნდა, ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ ,,GEO NEWS,, საქართველოს მშვიდობის პოლიტიკის მხარდამჭერია, ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობას არასდროს მალავდა და არც მალავს, მიუხედავად ამისა, გარკვეული კრიტიკული გადაცდომები, რომლებიც ჩვენი საქმიანობის განმავლობაში გვხვდება ყოველთვის იდენტიფიცირდება ჩვენს მიერ და იმ უწყებას მიეწოდება, ვისაც შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა გააჩნია.

ჩვენ ერთგულ მკითხველს ახსოვს, თუ როგორ აღმოვაჩინეთ შსს-ში ჩაბუდებული არაერთი პროვოკატორი, რაზედაც ვაცნობეთ შსს-ის გენერალურ ინსპექციას და რასაც სათანადო რეაგირებაც მოჰყვა – ეს სწორედაც რომ უწყების სიჯანსაღეზე მეტყველებს.

ამჯერად, ჩვენი ყურადღება სიღნაღის რაიონული პროკურატურის ერთმა კონკრეტულმა პროკურორმა, მიშიკო ჯანგულაშვილმა მიიპყრო, იმით რომ დაზარალებულს ბრალდებულივით ეპყრობა, ხოლო ბრალდებულს დაზარალებულივით. ანუ უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით თავგამოდებით მფარველობს კონკრეტულ სისხლის სამართლის დამნაშავეს, რომლის დანაშაულებიც მტკიცებულებათა უმაღლესი სტანდარტით არის დადასტურებული და საგამოძიებო ბაზა შსს-ის საგარეჯოს სამმართველოს მიერ სრულად უზრუნველყოფილია.

შესაბამისად, ბატონი მიშიკო ან არაპროფესიონალია და პროკურორის ოფისში თვალთმაქცობით არის დაკავებული, უარესს შემთხვევაში კი, გარკვეული კორუფციული, ან ქრონისტული ინტერესით მოქმედებს. ორივე შემთხვევაში, აღნიშნული პირის ქმედებები აუცილებელია შესწავლილ იქნას გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ, რომელიც უკვე ინფორმირებულია ჩვენგან, იმ გადაცდომების გამო, რის თაობაზეც გესაუბრეთ.

შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ გენერალური პროკურატურის სხეულიც თავის არსში ისეთივე ჯანმრთელი აღმოჩნდება, როგორიც შსს აღმოჩნდა.

ჩვენის მხრივ, ,,GEO NEWS,, სიღრმისეულად შეისწავლის პატივცემილი მიშიკოსა და მსგავსი პროკურორების მიკერძოების საქმეებს, რათა უზრუნველყოთ შესაბამისს პრობლემებზე სათანადო აქცენტი და დავეხმაროთ სახელმწიფო უწყებებს თვითგაწმენდის და განახლების პროცესში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ყველა იმ ჯანსაღი ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომელიც სახელმწიფოს სუვერენიტეტს უზრუნველყოფს.

( გაგრძელება იქნება )

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor