
,,GEO NEWS” მზად არის გაქცეულ პოლიციელს, ირაკლი შაიშმელაშვილს მის მიმართ არსებული ბრალდებების საპასუხოდ ტრიბუნა დაუთმოს
გუშინ ,,GEO NEWS”-მა საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილ მოსამსახურე, სამხედრო ოფიცერ, ბატონი დავით ნემსაძესთან, რომელიც საფრანგეთში საქმიანობს ინტერვიუ გამოაქვეყნა სათაურით : ,,სამხედრო ოფიცერი დავით ნემსაძე გაქცეული პოლიციელის ირაკლი შაიშმელაშვილის ,,გმირის” მითს ანგრევს”.
დავით ნემსაძემ მნიშვნელოვანი და საგულისხმო ინფორმაცია მოგვაწოდა სამშობლოდან გაქცეული, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, რენეგატი ირაკლი შაიშმელაშვილის შესახებ და არაერთი ბრალდება წაუყენა მას. თუ ,,გდდ”-ს ყოფილ თანამშრომელს ირაკლი შაიშმელაშვილს ექნება სურვილი პასუხი გასცეს მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს, საუკეთესო ჟურნალისტური პრაქტიკის გათვალისწინებით, მზად ვართ ტრიბუნა დავუთმოთ.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





