
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
,,GEO NEWS” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დავით კორკოტაშვილის გარდაცვალების გამო
ღრმა გულისტკივილითა და მწუხარებით გაცნობებთ ბატონი დავით კორკოტაშვილის გარდაცვალების ამბავს. ის იყო მონუმენტალური ადვოკატი და ადამიანის უფლებების დამცველი, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმითა და თავდადებით უამრავ ადამიანს დაუბრუნა სიცოცხლის აზრი და ხალისი. მისი მოღვაწეობა სამართლიანობისა და ჰუმანურობის ჭეშმარიტ მაგალითს წარმოადგენს.
მან ქართული ადვოკატურის ისტორიაში ფასდაუდებელი მოღვაწეობა გასწია.
თანავუგრძნობთ სრულიად საქართველოს, მის ახლობლებს და კოლეგებს.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უკვდავი სული.
ქართული მართლმსაჯულების ლეგენდა, ბატონი დავით კორკოტაშვილი.
,,GEO NEWS”





