• January

    30

    2025
  • 22
  • 0
Meta-სა და დონალდ ტრამპს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა, Meta კომპენსაციის სახით 25 მილიონ დოლარს გადაიხდის

Meta-სა და დონალდ ტრამპს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა, Meta კომპენსაციის სახით 25 მილიონ დოლარს გადაიხდის

კომპანია Meta-სა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის ოთხი წლის წინ დაწყებული სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა.

ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

საქმე ეხებოდა სოციალურ ქსელებში ტრამპის ანგარიშების დაბლოკვას, რაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ მოხდა.

მედიის ცნობით, Meta კომპენსაციის სახით გადაიხდის 25 მილიონ დოლარს, საიდანაც 22 მილიონი დოლარი გადაეცემა ტრამპის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ფონდს. დარჩენილი თანხით დაიფარება სამართლებრივი ხარჯები და სხვა მოსარჩელეთა მოთხოვნები.

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, მორიგების პირობები არ ავალდებულებს Meta-ს, აღიაროს რაიმე სახის გადაცდომა.

კომპანია Meta-მ ტრამპის სოციალური მედიის ანგარიშები 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების შემდეგ დაბლოკა. ტრამპის ანგარიშები Facebook-სა და Instagram-ზე 2023 წლის თებერვლამდე იყო დაბლოკილი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor