
- By Keti Khomeriki
- In ბიზნესი, მსოფლიო, პოლიტიკა, სიახლეები
,,Red Wings Airlines ” მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს
რუსული მედიის, ,, რია ნოვოსტის” ცნობით, Red Wings Airlines” მოსკოვიდან ბათუმის მიმართულებით ნოემბრიდან პირდაპირ რეისებს იწყებს.
,,Red Wings Airlines “3 ნოემბრიდან ზამთრის განრიგის ფარგლებში მოსკოვი-ბათუმის პირდაპირ ფრენებს იწყებს, რეისები კვირაში სამჯერ: სამშაბათს, პარასკევს და კვირას, განუცხადა კომპანიამ ,, რია ნოვოსტის”.
„Red Wings Airlines“-ი ახალი მარშრუტის „მოსკოვი-ბათუმი“ გახსნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.ზამთრის განრიგის ფარგლებში, 3 ნოემბრიდან ფრენები კვირაში 3 ფრენის სიხშირით იქნება, კერძოდ, სამშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. დომოდედოვოს აეროპორტიდან გამგზავრება 07:00 (სამშაბათი, პარასკევი) და 08:00 (კვირა), დაბრუნების ფრენები შესაბამისად 11:30 და 12:30 (ადგილობრივი დროით)”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
ამასთან, მოსკოვი-ქუთაისის მარშრუტზე ფრენების სიხშირე კვირაში 3-დან 5-მდე იზრდება (ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, კვირა). გამგზავრება დომოდედოვოდან: 16:00 (ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი), 04:50 (ხუთშაბათი), 17:00 (კვირა). დაბრუნების ფრენები არის 21:40, 10:30 და 22:40 შესაბამისად (ადგილობრივი დროით).
,, Geo News “