• September

    19

    2023
  • 110
  • 0

სოზარ სუბარმა სუს-ს მიმართა – ბოლომდე მიიყვანეთ საქმის გამოძიება და საზოგადოებას მოგვაწოდეთ სრული ინფორმაცია, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებასაც ველოდებით

ძალიან შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ, დაფუძნებული კონკრეტულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები გეგმავენ დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ქვეყანაში გადატრიალების არაერთი მცდელობა ჰქონდა.

„რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა ეროვნულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 ივნისს ნამდვილად ჰქონდა ადგილი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობას და რომ სახელმწიფომ კანონიერად იმოქმედა მის აღსაკვეთად. მიმდინარე წლის მარტში, ჩვენი თვალით ვნახეთ როგორ ესროდნენ მომიტინგეები მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციელებს და ცდილობდნენ ცოცხლად დაეწვათ ეს ადამიანები. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები და მათი უცხოელი მხარდამჭერები დღემდე ცდილობენ, რომ ამის ჩამდენი კრიმინალები გმირებად გამოაცხადონ და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა დემოკრატიის ზეიმად მოგვაჩვენონ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დეპუტატმა გადატრიალების მცდელობების აღკვეთისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მოვუწოდო მათ ბოლომდე მიიყვანონ ამ საქმის გამოძიება და ქართველ საზოგადოებას მოგვაწოდონ სრული ინფორმაცია. ბუნებრივია, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებასაც ველოდებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor