• January

    25

    2026
  • 46
  • 0
The Times – კრემლი დაბნეულია, ტრამპი რუსეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს

The Times – კრემლი დაბნეულია, ტრამპი რუსეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს

კრემლი დაბნეულია, ტრამპი რუსეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს, – ამის შესახებ The Times აქვეყნებს სტატიას.

როგორც გამოცემა წერს, მოსკოვშიც კი ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეს, გაიხარონ დონალდ ტრამპით, თუ შეშფოთდნენ მისი არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გამო.

The Times-ის სტატიის მიხედვით, რუსეთს, აშშ-სა და უკრაინას შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოლაპარაკებებმა მკაფიო შედეგები ჯერ არ გამოიღო, მაგრამ უკვე ცხადია, რომ მოსკოვი აშშ-ის პრეზიდენტის ზეწოლის ქვეშაა.

გამოცემა წერს, რომ გავრცელებულია აზრი, რომლის მიხედვითაც, კრემლისთვის ტრამპი არის როგორც პოტენციური მოკავშირე, ასევე გამოწვევა.

„ერთი მხრივ, ის მზადაა, გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა მოსკოვი დათმობებზე წავიდეს, მაგრამ მეორე მხრივ, მისი არაპროგნოზირებადი და ხშირად ეგოისტური პოლიტიკა რისკებს ქმნის. რუსეთის დათმობებს თან ახლავს კრემლის მოკავშირეებზე მკაცრი ზეწოლა: სანქციებიდან დაწყებული, ვენესუელასა და ირანში ჩარევებით დამთავრებული“, – ნათქვამია სტატიაში.

მედიის ცნობით, რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ დონალდ ტრამპის აშკარა სიმპათიის მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტის აკვიატება ნავთობის ფასების დაწევისადმი, კრემლისთვის საზიანოა. The Times წერს, რომ კრემლის შესაძლებლობა, დააფინანსოს უკრაინასთან ომი, დამოკიდებულია ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე. ეს შემოსავლები ბოლო დროს მცირდება არა მხოლოდ სანქციების, არამედ გლობალური ნახშირწყალბადების ფასების ზოგადი კლების გამო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor