• April

    15

    2026
  • 88
  • 0
ირაკლი ზარქუა – კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გაიაზრა, რომ პატრონებმა რაც არ უნდა აფინანსონ, ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას შეურაცხყოფას თუ მიაყენებ, ჩაფლავდები, როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ

ირაკლი ზარქუა – კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გაიაზრა, რომ პატრონებმა რაც არ უნდა აფინანსონ, ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას შეურაცხყოფას თუ მიაყენებ, ჩაფლავდები, როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ

რადიკალებმა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გაიაზრა, მიხვდა, რომ პატრონებმა რაც არ უნდა გაფინანსონ, ქვეყნის შიგნით ეროვნულ ღირებულებებს, ეკლესიას, მართლმადიდებლობას, მეუფეებს, ერს შეურაცხყოფას თუ მიაყენებ და ამით შეეცდები, ფონს გახვიდე, გამორიცხულია, ჩაფლავდები, როგორც არაერთხელ ჩაფლავდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას გამოეხმაურა.

ზარქუას თქმით, „ოპოზიციისთვის მართლმადიდებლობა პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების მიღწევის საშუალებაა და ბოკუჩავას მიერ გაკეთებული განცხადებაც ამას ემსახურება“.

„ეტყობა, ვიღაც ჭკვიანი გამოერია მათ შორის და თქვა, აბა, ახლა ეს მიმართულება ვცადოთ, თითქოს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ღვთისმოშიში და ეკლესიის მხარდამჭერია. რატომღაც ივიწყებენ იმ ფაქტორს, რომ საზოგადოებამ კარგად უწყის და ახსოვს, რა შეტევა ხორციელდებოდა ჩვენს მეუფეებზე, რაღა შორს წავიდეთ, ილია მეორეზე, რა სისაძაგლეებს ამბობდნენ ჩვენს მართლმადიდებლობაზე, ეკლესიაზე. მათი ლიდერი, როთი არ იყო ჩამოსული, მიტინგებს რომ გვიწყობდა, მართლმადიდებლობა მუხრუჭი არის ახალგაზრდებისთვისო? მაშინ რომელიმემ ხმა ამოიღო? ახლა დაგჭირდათ ეკლესია? თქვენთვის, ბევრისთვის ეკლესია, მართლმადიდებლობა პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების მიღწევის საშუალებაა. ამიტომაც ხართ იქ, სადაც წესით და რიგით უნდა იყოთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა : „სამწუხაროდ, ჩვენ ერთობლივი მესიჯის პრობლემაც გვაქვს. არ ვცდილობთ, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, რომ არ ვართ უღმერთოები და ურწმუნოები, არ ვცდილობთ, ამ მოედანზე შევიდეთ“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor