• June

    23

    2025
  • 88
  • 0
ირაკლი კობახიძე – მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის, თუმცა მგონია, თუ მართალია, სწორედ მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიაზე მისვლა

ირაკლი კობახიძე – მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის, თუმცა მგონია, თუ მართალია, სწორედ მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიაზე მისვლა

მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს ის განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარია თუ მართალია, მის ინტერესში უნდა შედიოდეს კითხვებზე პასუხის გაცემა.

„მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს ის განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის, თუმცა მგონია, რომ თუ მართალია, სწორედ მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა. როდესაც მე ვიცი, რომ, წერილის თანახმად, ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან, ეს ღიმილის მომგვრელია. ასე სამარცხვინო გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან შეფასებაც არ სჭირდება. მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, ამას არ გააკეთებდა.

რაც შეეხება ჩორჩანის საქმეს, აქაც გამოძიება უნდა დასრულდეს, ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმე, ეს არის სამართალდამცველი უწყებების საქმე. ჩემთვის სურათი არის დღესავით ნათელი, ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor