• February

    5

    2026
  • 163
  • 0
ირაკლი კობახიძე – ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს

ირაკლი კობახიძე – ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს

ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც საბოლოო ჯამში ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი.

„მე მახსენდება გერმანული საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრეცედენტი, გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აიკრძალა, არა როგორც ასეთი პოლიტიკური პარტია, არამედ პარტიასთან მიმსგავსებული წარმონაქმნი, სწორედ იმისათვის, ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გამოტანილი იყო ის, რომ არ აღიარებდა გერმანიაში ჩამოყალიბებულ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური პრაქტიკა. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო გამოცდილებაც. ჩვენ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია, სათანადო პრინციპები იყოს დაცული. საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი, ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და ვინმე ამას თუ არ აკეთებს, რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც საბოლოო ჯამში ამას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor