• November

    24

    2025
  • 66
  • 0
ირაკლი კობახიძე – ძალიან კარგია, რომ სიმართლე დადგინდა Credit Suisse-ის საქმესთან დაკავშირებით, ეს იყო ძარცვის საქმე, რომელიც დაიწყო 2008 წლიდან და აშკარა პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა

ირაკლი კობახიძე – ძალიან კარგია, რომ სიმართლე დადგინდა Credit Suisse-ის საქმესთან დაკავშირებით, ეს იყო ძარცვის საქმე, რომელიც დაიწყო 2008 წლიდან და აშკარა პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა

ძალიან კარგია, რომ სიმართლე დადგინდა Credit Suisse-ის საქმესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ეს იყო ძარცვის საქმე, რომელიც დაიწყო 2008 წლიდან და „აშკარა პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა“.

„ყველამ ისედაც ვიცოდით, რა იყო სიმართლე და რამდენად უხეში იყო ძარცვის საქმე, რომელიც დაკავშირებული იყო შვეიცარულ ბანკში ბატონი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშთან. ეს იყო ძარცვის საქმე, რომელიც დაიწყო 2008 წლიდან და აშკარა პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ამ ძარცვის საქმის დაწყება უკავშირდება პერიოდს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ყოველგვარი კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან, მაშინდელ ხელისუფლებასთან. ამის შემდეგ დაიწყო მთელი პროცესი, რომელიც გრძელდება ამდენი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი მიუთითებს იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც არის კონკრეტულად საბანკო სისტემაში ჩამოყალიბებული. ასე უხეშად იქცევიან, ასე უხეშად ეპყრობიან კერძო კლიენტებს კონკრეტული კომერციული ორგანიზაციები და ეს ხდება შუაგულ ევროპაში, შვეიცარიაში. ამას ვერავინ წარმოიდგენდა რამდენიმე ათწლეულის წინ, თუმცა რაც წარმოუდგენელი იყო წლების წინ, დღეს ის არის შემდგარი ფაქტი. რაც შეეხება უშუალოდ თანხის დაბრუნებას, თავისთავად, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ამის გარანტია, რაზეც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმაც ისაუბრა. გრძელდება ზეწოლა, შანტაჟი, რაც დაკავშირებულია პოლიტიკურ მოვლენებთან და, ვფიქრობთ, შანტაჟი მომავალშიც გაგრძელდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არაერთხელ აქვს გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ვერავითარი შანტაჟი მას ვერ აიძულებს, ქვეყნის წინააღმდეგ გადადგას რაიმე ნაბიჯი“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor