• April

    22

    2026
  • 84
  • 0
მიხეილ ყაველაშვილი – დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, დაცული ეკოსისტემების წილი კი 23 პროცენტამდეა, ჩვენი მიზანია, მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ

მიხეილ ყაველაშვილი – დაცული ტერიტორიების ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, დაცული ეკოსისტემების წილი კი 23 პროცენტამდეა, ჩვენი მიზანია, მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, ხოლო დაცული ეკოსისტემების წილი დაახლოებით 23%-ია. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ, რაც საერთაშორისო სამიზნე მაჩვენებელთან სრულ თანხვედრაშია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ცირკულარულ და რესურსეფექტურ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესშია.

„2026 წლის იანვარში ქვეყანამ დააწესა გარკვეული შეზღუდვები ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქციაზე, რაც გარემოს დაბინძურების შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯია. კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს წყლის რესურსების მართვის რეფორმები. ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, რათა გავზარდოთ უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა, გავაუმჯობესოთ ჩამდინარე წყლების წმენდის შესაძლებლობები, რაც ჩვენი მდინარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების უფრო ეფექტიანად დაცვის საშუალებას მოგვცემს. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ცენტრალურ საკითხად რჩება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი სარწყავი სისტემების მოდერნიზაცია, კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი პრაქტიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. გვჯერა, რომ აღნიშნული ძალისხმევა დადებით შედეგებს გამოიღებს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე მთელ რეგიონში სტაბილურობის, პროგრესის მიღწევის თვალსაზრისით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor