• November

    24

    2025
  • 82
  • 0
საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ხოლო შალვა პაპუაშვილი – ასამბლეის პრეზიდენტი

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ხოლო შალვა პაპუაშვილი – ასამბლეის პრეზიდენტი

საქართველო, ექვსი თვის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი – PABSEC-ის პრეზიდენტი.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, თავმჯდომარეობის ფარგლებში საქართველო იმუშავებს საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებასა და შუა დერეფნის განვითარების მიზნით რეგიონული დაკავშირებადობის ხელშეწყობაზე.

„თავმჯდომარეობის გადმობარება შედგა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, მიმდინარე PABSEC-ის რიგით 66-ე გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ინფორმაციაში.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor