• October

    9

    2026
  • 43
  • 0
შალვა პაპუაშვილი – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადასტურებს ბანალურ ჭეშმარიტებას, როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი, მათ შორის, უსწრებს ევროკავშირის წევრებს

შალვა პაპუაშვილი – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადასტურებს ბანალურ ჭეშმარიტებას, როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი, მათ შორის, უსწრებს ევროკავშირის წევრებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანალურ ჭეშმარიტებას, როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება თვლად და სამართლიან კრიტერიუმებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი და მათ შორის, უსწრებს ხოლმე ევროკავშირის წევრებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც ამის დასტურია.

„ობიექტური შეფასება როგორც კი ხდება, ვნახეთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარზე წინ ვართ, აღარაფერი რომ ვთქვათ კანდიდატ ქვეყნებზე. ყოველი ასეთი ანგარიში გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს და თავადაც ახორციელებს, რომ ქართველი ხალხი გააშავოს, წარმოაჩინოს რაღაც კაციჭამიებად და უღირს ხალხად. ამაში ხარჯავს ბრიუსელი დღეს ფულს, ხარჯავს თავის პოლიტიკურ ინსტრუმენტებს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის გაშავება, მაგრამ ყოველ ჯერზე, ამგვარი კვლევები და ანგარიშები, ამხელს ბრიუსელის ემისრების მავნე მიზნებს და აჩვენებს სიმართლეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანგარიშის თანახმად, საქართველოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კვლავ უმაღლესი შეფასება აქვს და უკვე მე-11 წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor