• April

    12

    2026
  • 100
  • 0
შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ.

საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.

სააღდგომო ლიტურგიაზე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor