• April

    20

    2026
  • 86
  • 0
შალვა პაპუაშვილი – ყველა, ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რაიმე საკითხში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა, ეს არის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული პროპაგანდისტული ხერხი

შალვა პაპუაშვილი – ყველა, ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და ბრიუსელს რაიმე საკითხში არ ეთანხმება, ყველა პრორუსად შეირაცხა, ეს არის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული პროპაგანდისტული ხერხი

მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარმატებული იყოს იმ მხრივ, რომ ვაკვირდებით, ბოლო ხუთ წელიწადში ეს მერვე არჩევნებია ბულგარეთში, რადგან, სამწუხაროდ, წინა პერიოდში ვერ ხდებოდა უმრავლესობის ფორმირება, ან ძალიან მოკლევადიანი იყო ხოლმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ბულგარეთში ჩამოყალიბდეს სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა.

„შარშან ნოემბერში ვიყავი ბულგარეთში და მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტ რუმენ რადევს შევხვდი. უკვე ცნობილი იყო, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა. იცით, რომ იანვარში გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან და როგორც ჩანს, მისი პარტია იქნება გამარჯვებული პარტია ამ არჩევნებში, მას ექნება ერთპარტიულად უმრავლესობის დაკომპლექტების შესაძლებლობა. ჩვენთვის ბულგარეთთან ორმხრივი ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტია შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე და მნიშვნელოვანია, სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა ჩამოყალიბდეს. იმედია, ასეც მოხდება.

რაც შეეხება მის პოზიციებს, ეს ხომ ნაცადი ხერხია, ეს კინო ნანახი გვაქვს. ვინც ერთ რამეში მაინც არ ეთანხმება ბრიუსელს, ყველა ირაცხება პრორუსად. ასე შერაცხეს ტრამპიც, სხვათა შორის, რამდენადაც მე ვხვდები, დიდად არ განსხვავდება მისი და ტრამპის პოზიციები. პრორუსად შერაცხეს „ქართული ოცნებაც“. ყველა, ვისაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და კრიტიკულს იტყვის ბრიუსელზე, ან არ ეთანხმება რამეში, ყველა პრორუსად შეირაცხა. ეს არის სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული პროპაგანდისტული ხერხი, როდესაც ცდილობენ, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იმუშაონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor