
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
სასამართლომ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, არასრულწლოვნის დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, არასრულწლოვნის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მიიყვანა, სადაც დაზარალებულს შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების










