
,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი” ღრმა მწუხარებას გამოხატავს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს
,,საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესი” ღრმა მწუხარებას გამოხატავს საქართველოში – ფონიჭალაში მომხდარი გაზის ტრაგიკული აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანის დაღუპვის გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს უმძიმესი დანაკარგი აუნაზღაურებელი ტკივილია. ,,ადამიანის სიცოცხლის დაკარგვაზე მძიმე და მტკივნეული არაფერია. თითოეული დაღუპული ადამიანის სიცოცხლე განუმეორებელი სამყაროა, რომლის შეწყვეტაც უდიდეს სიცარიელეს ტოვებს ოჯახებში,










