
კოკა კაციტაძემ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი სათავო ოფისის მშენებლობა დაათვალიერა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, პირველ მოადგილესთან, გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, სამსახურის ახალი სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ახალი სათავო ოფისი თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე, 4 440 მ2 მიწის ფართობზე შენდება და იგი სამსახურის ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკაზე სრულად იქნება მორგებული.









