• August

    16

    2024
  • 90
  • 0
საზოგადოება „ქართულმა“ ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა

საზოგადოება „ქართულმა“ ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა

2024 წლის 23 ივნისს, ლადო ასათიანის გარდაცვალების დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში საზოგადოება „ქართულმა“ გამოთქვა სურვილი, გარკვეული წვლილი შეეტანა დიდი პოეტის შემოქმედების უკვდავყოფაში. ამ მიზნით, ახლახან საზოგადოება „ქართულმა“ ლადო ასათიანის სახელობის პრემია დააარსა.

„საზოგადოებას დავპირდით, რომ ხელს შევუწყობდით დიდი პოეტის შემოქმედების პოპულარიზაციის საქმეს. მისი სახელობის პრემიის დაარსება პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით“,- აღნიშნა საზოგადოება „ქართულის“ თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.

ლადო ასათიანის სახელობის პრემიის გამარჯვებულს საზოგადოება „ქართული“ საქართველოს მწერალთა კავშირთან ერთად გამოავლენს. პრემია ახალგაზრდა პოეტებისთვისაა განკუთვნილი. წელს იგი გამარჯვებულს 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებისა და სოხუმის დაცემის დღეს პატრიოტული თემატიკისადმი მიძღვნილი ახალი ლექსებისთვის გადაეცემა.

„საზოგადოება „ქართული“ მიზნად ისახავს სახელმწიფო, ადგილობრივ, საზოგადოებრივ და კერძო სტრუქტურებთან თანამშრომლობით ღირსეული პატივი მიაგოს გამოჩენილ მამულიშვილთა ხსოვნას“, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აკადემიკოსმა ვალერი ასათიანმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor