
- By Keti Khomeriki
- In სამართალი
ლაშა დარსალია – ბოლო წლებში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მხარდაჭერა განსაკუთრებულად მზარდია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას გამოეხმაურა. „მივესალმებით გაერო-ს უშიშროების საბჭოზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის განხილვას. ამ მხრივ, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მალტის თავმჯდომარეობას, როგორც უშიშროების საბჭოს მიმდინარე თავმჯდომარეს“, – აღნიშნა დარსალიამ. მისივე თქმით, ამ პროცესს წინ უძღოდა დიდი მუშაობა, რომელიც ჩატარდა საქართველოს საგარეო









