
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
რუსეთში აცხადებენ, რომ ლიბანში პეიჯერების მასობრივი აფეთქება დიდი კონფლიქტის გაღვივების მცდელობაა, ასეთი სცენარები კი თავიდან უნდა იქნეს აცილებული
პეიჯერების მასობრივი აფეთქება ლიბანში არის დიდი კონფლიქტის გაღვივების მცდელობა, ასეთი სცენარები თავიდან უნდა იქნას აცილებული – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ეს არის საშინელი ტერორისტული აქტი, თავისი ცინიზმით, თავისი მასშტაბებით, მსხვერპლითა და დაღუპულთა დიდი რაოდენობით. „აშკარაა დიდი კონფლიქტის გაღვივების მცდელობა, ჩვენ ვხედავთ, როგორ მიიწევს ვითარება,










