
გიორგი ამილახვარი თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია, მინისტრმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა
საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა. მინისტრმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს წევრ ვლადიმიერ ბოჟაძესთან ერთად, სკოლის ინფრასტრუქტურა და განახლებული შენობა დაათვალიერა, რომლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა. განათლების სამინისტროს










