
დედაქალაქში „თბილისობა“ აღინიშნება, ,, თბილისობის” დღესასწაული იმართება
დედაქალაქში „თბილისობის“ დღესასწაული იმართება. „თბილისობის“ აღსანიშნავად გასართობი და მუსიკალური ღონისძიებები დღეს და ხვალ რიყის პარკში, ორბელიანის მოედანსა და აბანოთუბანში იქნება წარმოდგენილი. ჩატარდება გასტრონომიული ფესტივალები, გამოფენა-გაყიდვები და საბავშვო აქტივობები. დღეს, 20:00 საათზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.










