
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა – სწორი არჩევანის შემთხვევაში, იმედი მაქვს, იქნება მშვიდობა, ქართველები დაბრუნდებიან სამშობლოში და ყველანი ერთად ვიზეიმებთ ქვეყნის გამთლიანებას
სწორი არჩევანის შემთხვევაში, იმედი მაქვს, საქართველოში იქნება მშვიდობა, ქართველები დაბრუნდებიან სამშობლოში და ყველანი ერთად ვიზეიმებთ ქვეყნის გამთლიანებას, – ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ ვიდეომიმართვისას განაცხადა. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, უნდა ვიცხოვროთ იმ წესებით, ტრადიციებით, რომელიც საუკუნეების მანძილზე არის დამკვიდრებული საქართველოში. „დიდი ფიქრის შემდგომ გადავწყვიტე, მიმართვა გამეკეთებინა იმ ადამიანებისადმი, ვინც გვისმენს და ჩვენგან ყურადღებას, მხარდაჭერას










