• October

      19

      2024
    • 74
    • 0

    იაპონიაში მმართველი პარტიის ოფისს მამაკაცმა „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა

    იაპონიაში მმართველი პარტიის ოფისზე თავდასხმა განხორციელდა. მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ მთავარ ოფისს 49 წლის მამაკაცმა ხუთი „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა. ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე მოხდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაზიანებულა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. თავდასხმის მიზეზს პოლიცია იძიებს. ცნობისთვის, იაპონიაში 27 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

    • October

      19

      2024
    • 76
    • 0

    ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 55 რაკეტა გაუშვეს

    ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 55 რაკეტა გაუშვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ზემო, დასავლეთ და ცენტრალური გალილეის რამდენიმე ქალაქსა და დაბაში. ლიბანიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჰაიფას რაიონში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა და ამჟამად მათ სამედიცინო დახმარებას უწევენ. ჰაიფის გარეუბან კირიათ-ატაში

    • October

      19

      2024
    • 76
    • 0
    სუმის ოლქზე რუსული მხარის საჰაერო იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა

    სუმის ოლქზე რუსული მხარის საჰაერო იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა

    გასულ ღამეს რუსულმა მხარემ სუმის ოლქზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შოსტკის რაიონზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავდა შვიდი მოქალაქე. სუმის ოლქში აცხადებენ, რომ დაზიანდა ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული სხვა ობიექტებიც. შოსტკის რაიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია გაეთიშა. ელექტრომომარაგება ნაწილობრივ აღდგენილია, სამუშაოები კი გრძელდება.  

    • October

      19

      2024
    • 108
    • 0

    აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა

    აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, ლევან თევზაიასთან ერთად, ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა. „აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებთან ჩვენი ვიზიტები გრძელდება. შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას ვაცნობთ დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ პროგრამებს და სამომავლო გეგმებს, ასევე ვისმენთ მათ

    • October

      19

      2024
    • 88
    • 0
    ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურს რენტგენოსკანერები გადაეცა

    ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველოსა და ჩინეთს შორის შეთანხმების ფარგლებში, შემოსავლების სამსახურს რენტგენოსკანერები გადაეცა

    საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს საბაჟოსთვის რენტგენოინსპექტირების სისტემების უსასყიდლო გადაცემის ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა. ღონისძიებას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა

    • October

      19

      2024
    • 78
    • 0

    ალექსანდრე წულაძე ქუთაისში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურას გაეცნო

    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ ქუთაისში 34-ე და 37-ე საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. სკოლების განახლებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე. მინისტრი პედაგოგებსაც შეხვდა და მათ ახალ გარემოში წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სკოლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად ახალგაზრდებს კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტულ

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor