ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი – არ ვუერთდები მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ, არ ვუერთდები არანაირ პეტიციას, რადგან ჩემი მოსაზრებები მაქვს
ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ? ნალოლიავები, ნაკუწ-ნაკუწ რომ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი, ჩამოვაქციოთ ლარი? არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ჩამოვაქციოთ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი იაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. იაშვილის თქმით, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. „30 წელიწადია, ასეთ რეჟიმში ცხოვრობს ეს









