• December

    23

    2024
  • 129
  • 0

ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი – არ ვუერთდები მოთხოვნას, რომ ლარი ჩამოვაქციოთ, არ ვუერთდები არანაირ პეტიციას, რადგან ჩემი მოსაზრებები მაქვს

ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ? ნალოლიავები, ნაკუწ-ნაკუწ რომ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი, ჩამოვაქციოთ ლარი? არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ჩამოვაქციოთ, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი იაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესმენების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

იაშვილის თქმით, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

„30 წელიწადია, ასეთ რეჟიმში ცხოვრობს ეს ქვეყანა, ჩვენც მათ შორის. ახლა მინდა, გავიგო, ჩვენ რა გველოდება, როგორ გავაგრძელო ცხოვრება, როგორ მივხედოთ ეკონომიკას. ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, ეს სწორად მიგაჩნიათ თქვენ? ნალოლიავები, ნაკუწ-ნაკუწ რომ ვაგროვეთ ეს ქვეყანა, ეკონომიკა და ლარი, ჩამოვაქციოთ ლარი? მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, რომ ჩამოვაქციოთ. გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველამ თავის ადგილას, სადაც მუშაობს და რასაც აკეთებს, იმ საქმეს მიხედოს, რაც იცის. მე არ ვიცი პოლიტიკა, ბიზნესმენი ვარ და პოლიტიკოსმა უნდა მიხედოს თავის საქმეს, ოღონდ ისე, რომ მე ვიყო კმაყოფილი. არ ვუერთდები არანაირ პეტიციას, რადგან ჩემი მოსაზრებები მაქვს“, – განაცხადა ირაკლი იაშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor