
ილია მეორე – უკვე რამდენჯერმე მოხდა 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება, სამების საკათედრო ტაძარში დღეს ომში დაღუპულთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით
უკვე რამდენჯერმე მოხდა გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მებრძოლებისა და მოქალაქეების ჩამოსვენება. დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპულთა კიდევ ერთ ნაწილს ვემშვიდობებით, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილშია ნათქვამი. „აქ დასვენებულნი არიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები. სამწუხაროდ, ახლობლებსაც და ჩვენც ახლაღა მოგვეცა შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მათ. ღმერთმა მოიხსენოს










