
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – უმაღლესი განათლების რეფორმის მიზანია სტუდენტებისთვის საკუთარი ინტერესების რეალიზების უკეთესი შესაძლებლობა, 2028 წლისთვის შეგვიძლია, ევროპულ სტანდარტებამდე ავწიოთ ხარისხი
სტუდენტს დღეს არ მიეწოდება სათანადო განათლება და ჩვენ 2028 წლისთვის, თავისუფლად შეგვიძლია, უკვე ევროპულ სტანდარტებამდე ავწიოთ საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხი, ეს არის ჩვენი ამბიციური ამოცანა – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა უმაღლესი განათლების რეფორმის დეტალური განხილვა და გამოიკვეთა










