
კობა კობალაძე აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთში, 1992-93 წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაღუპული მეომრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახის წევრთა მიმართ თანაგრძნობის გამოსახატად, წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების










