
ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, როლანდ მესხმა ბათუმში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა აჭარის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მათივე ცნობით, შეხვედრაზე უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. „ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა პოლიციელებისთვის










